რესურსები

1.      2017 წლის   სექტემბერი
  სსიპ ქალაქ სამტრედიის  N 12 საჯარო სკოლის  მასწავლებლის  ლიანა ნიკურაძის მიერ შექმნილი სასავლო რესურსის ,,ტესტი  არქაიზმების გამოყენებაზე"
                                      რეფლექსია
ამ რესურსის შექმნის მიზანი იყო ქართული ენის  პოპულარიზაცი,  ლექსიკური მარაგის გამდიდრება,  როგორც წერითი, ისე ზეპირი მეტყველების   დახვეწა. ეს კი საშუალებას მოგვცემს, დავაბრუნოთ მეტყველებაში ლამაზი არქაიზმები. .
რა თქმა უნდა, სასურველია,   ამ ტიპის რესურსი იყოს უფრო მრავალფეროვანი.
ამიტომაც, ამ მიზნის მისაღწევად შევადგინე  ტესტი, რომლის შესრულება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში.
   ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეს მოეთხოვება:
ქართ. IX.7.მოსწავლეს შეუძლია ენობრივ გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
 ქართ. IX.8.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. IX. 9.მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
ქართ. IX.10.მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის ,განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
ქართ. X.7.მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
ქართ. X.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
       ეროვნული სასწავლო გეგმის  ზევით ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად ჩემს მიერ შექმნილი ტესტის ონლაინ მისამართია
    ტესტი არის   მრავალჯერადი გამოყენების მიზნით შედგენილი.  ამ რესურსი   IX-X კლასებში გაკვეთილზე ძველი ქართული ლიტერატურული ტექსტების სწავლებისას    არქაიზმების  უკეთ დამახსოვრებაა  შესაძლებელი.  მისი გამოყენებით საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ვღებთ სასურველ შედეგს.  გაკვეთილზე ან მოსწავლეთათვის  სახლში დამოუკიდებელ სამუშაოდ მიცემით    დავაინტერესებთ   მოსწავლეებს.  ამიტომაც, ვფიქრობ,  ეს რესურსი გამოადგება  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.  ტესტი   ადვილად შეიძლება სხვა მასწავლებელმა გამოიყენოს  და მიიღოს   კარგი  შედეგი.
 ვთვლი, რომ  რესურსის ,,ტესტი  არქაიზმების გამოყენებაზე" შეიძლება  პროდუქტულ რესურსად მივიჩნიოთ.  
  ინსტრუქცია
  ტესტის, როგორც რესურსის გამოყენება,  არ მოითხოვს განსაკუთრებულ ინსტრუქციას. მუშაობის დაწყებისთანავე პროგრამა აწვდის  მოსწავლეს კითხვებს და თხოვს დააქლიკოს სწორ პასუხზე.  ასევე  თითოელი ტესტის შესრულებისას კეთდება განმსაზღვრელ-განმავითარებელი შეფასება. ტესტის ბოლოს პროგრამა აცნობს შემსრულებელს მის მიერ სწორად გაცემული კითხვების რაოდენობას და შესაბამის ქულას.

2.     2017 წლის   სექტემბერი
  სსიპ ქალაქ სამტრედიის  N 12 საჯარო სკოლის  მასწავლებლის  ლიანა ნიკურაძის მიერ შექმნილი სასავლო რესურსის ,,კროსვორდი არქაიზმებზე"
                                      რეფლექსია
,,ო, როგორ მიყვარს მუხლადი, ბედაური, მაძღარი სიტყვა,“ _ გ. ლეონიძის ამ წინადადებით დავიწყებ ჩემს რეფლექსიას.
სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდობა მაინც და მაინც თავს ვერ მოიწონებს ტკბილქართულით. მისი ლექსიკური მარაგი მწირია და „მდიდარი“ ჟარგონებით, სლენგებით, ანგლიზმ-ბარბარიზმებით. ბევრი სინონიმი, ფრაზეოლოგიზმი თუ არქაიზმი მიეცა დავიწყებას. არადა მათი არსებობა ენაში ენის სიმდიდრის, უნიკალურობის ნიშანია.
ჩემი რესურსის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სინონიმური სიტყვა, მეტი ხატოვანი გამოთქმა ვიცოდეთ, გავიხსენოთ და დავაბრუნოთ მეტყველებაში ლამაზი არქაიზმები. ეს კი საშუალებას მოგვცემს, გავამდიდროთ ლექსიკური მარაგი და დახვეწილი გავხადოთ როგორც წერითი, ისე ზეპირი მეტყველება.
რა თქმა უნდა, სასურველია ამ ტიპის რესურსი იყოს უფრო მრავალფეროვანი. ამიტომაც, ამ მიზნის მისაღწევად შევადგინე  კროსვორდი, რომლის შესრულება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში.
   ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეს მოეთხოვება:
ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუმოსწავლე: სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს;  სვამსკითხვებს აზრის დაზუსტების, უკეთ გაგების მიზნით;
ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების  არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით ამოიცნობს ადრეული პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის ძირითად ენობრივ თავისებურებებს.
 ქართ. VII.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების  გამოხატვა და  ახსნა.
ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
       ეროვნული სასწავლო გეგმის  ზევით ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად ჩემს მიერ შექმნილი კროსვორდის ონლაინ მისამართია
    კროსვორდი არის   მრავალჯერადი გამოყენების მიზნით შედგენილი.  ამ რესურსის  გამოყენებით VI -VII კლასებში გაკვეთილზე თემის ,,ლექსიკური მარაგი- არქაიზმები" უკეთ სწავლებაა  შესაძლებელი. მისი გამოყენებით საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ვღებთ სასურველ შედეგს.  გაკვეთილზე ან მოსწავლეთათვის  სახლში დამოუკიდებელ სამუშაოდ მიცემით   დავაინტერესებთ   მოსწავლეებს.    ამიტომაც,  ფიქრობ,  ეს რესურსი გამოადგება ყველა მასწავლებელს. კროსვორდი ადვილად შეიძლება სხვა მასწავლებელმა გამოიყენოს  და მიიღოს   კარგ  შედეგი.
  ვთვლი, რომ ,,კროსვორდი არქაიზმებზე" შეიძლება  პროდუქტულ რესურსად მივიჩნიოთ.

  ინსტრუქცია
  კროსვორდის, როგორც რესურსის გამოყენება,  არ მოითხოვს განსაკუთრებულ ინსტრუქციას. მუშაობის დაწყებისთანავე პროგრამა აცნობს  მოსწავლეს, რომ კროსვორდი სწორად   შევსებ,  თუ პაროლის სიტყვას მიიღებს ,,არქაიზმები".

3.   2017 წლის   სექტემბერი
  სსიპ ქალაქ სამტრედიის  N 12 საჯარო სკოლის  მასწავლებლის  ლიანა ნიკურაძის მიერ შექმნილი სასავლო რესურსის ,,დააწყვილე სინონიმები"
                                      რეფლექსია
ჩემი რესურსის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სინონიმური სიტყვა, მეტი ხატოვანი გამოთქმა ვიცოდეთ, გავიხსენოთ და დავაბრუნოთ მეტყველებაში ლამაზი არქაიზმები. ეს კი საშუალებას მოგვცემს, გავამდიდროთ ლექსიკური მარაგი და დახვეწილი გავხადოთ როგორც წერითი, ისე ზეპირი მეტყველება.
რა თქმა უნდა, სასურველია ამ ტიპის რესურსი იყოს უფრო მრავალფეროვანი. ამიტომაც, ამ მიზნის მისაღწევად შევადგინე   ონლაინ რეჟიმში შესასრულებელი  საინტერესო და მოსწავლეთათვის მეტად სახალისო სავარჯიშო ,,დააწყვილე სინონიმები".
   ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეს მოეთხოვება:
ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუმოსწავლე: სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს;  სვამს კითხვებს აზრის დაზუსტების, უკეთ გაგების მიზნით;
ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების  არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით ამოიცნობს ადრეული პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის ძირითად ენობრივ თავისებურებებს.
 ქართ. VII.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების  გამოხატვა და  ახსნა.
ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
       ეროვნული სასწავლო გეგმის  ზევით ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად ჩემს მიერ შექმნილი სავარჯიშოს ,,დააწყვილე სინონიმები" ონლაინ მისამართია 
 სავარჯიშო ,,დააწყვილე სინონიმები"არის   მრავალჯერადი გამოყენების მიზნით შედგენილი.  ამ რესურსის  გამოყენებით VI -VII- VIII- კლასებში გაკვეთილზე თემის ,,სინონიმები"  უკეთ სწავლებაა  შესაძლებელი. მისი გამოყენებით საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ვღებთ სასურველ შედეგს.  გაკვეთილზე ან მოსწავლეთათვის  სახლში დამოუკიდებელ სამუშაოდ მიცემით  მეტად  დავაინტერესებთ  მოსწავლეებს.  ამიტომაც,  ფიქრობ,  ეს რესურსი გამოადგება ყველა მასწავლებელს. ის ადვილად შეიძლება სხვა მასწავლებელმა გამოიყენოს  და მიიღოს   კარგ  შედეგი.
  ვთვლი, რომ სავარჯიშო ,,დააწყვილე სინონიმები"  შეიძლება  პროდუქტულ რესურსად მივიჩნიოთ.
  ინსტრუქცია
   სავარჯიშო ,,დააწყვილე სინონიმები", როგორც რესურსის გამოყენება  არ მოითხოვს განსაკუთრებულ ინსტრუქციას. მუშაობის დაწყებისთანავე პროგრამა აძლევს საშუალებას  მოსწავლეს, ხელის მანიპულატორის-თაგვის ისრის საშუალებით გადაიტანოს სიტყვა ერთი ადგილიდან მეორეში და ამგვარად დააწყვილოს სიტყვები. სწორად  დაწყვილების დროს სიტყვები შავი ფერის ჩარჩოში ჩაისმება და სწორი სიტყვათა წყვილი კი  გაქრება ეკრანიდან. არასწორად დაწყვილების დროს  სიტყვები წითელ ჩარჩოში ჩაისმება და დარჩება ეკრანზე.




4.   2017 წლის   სექტემბერი
  სსიპ ქალაქ სამტრედიის  N 12 საჯარო სკოლის  მასწავლებლის  ლიანა ნიკურაძის მიერ შექმნილი სასავლო რესურსის ,,ტესტი ფრაზეოლოგიზმის შესახებ"
                                      რეფლექსია
სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდობა მაინც და მაინც თავს ვერ მოიწონებს ტკბილქართულით. მისი ლექსიკური მარაგი მწირია და „მდიდარი“ ჟარგონებით, სლენგებით, ანგლიზმ-ბარბარიზმებით. ბევრი ფრაზეოლოგიზმი მიეცა დავიწყებას. არადა მათი არსებობა ენაში ენის სიმდიდრის, უნიკალურობის ნიშანია.
ჩემი რესურსის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხატოვანი გამოთქმა ვიცოდეთ. ეს კი საშუალებას მოგვცემს, გავამდიდროთ ლექსიკური მარაგი და დახვეწილი გავხადოთ როგორც წერითი, ისე ზეპირი მეტყველება.
რა თქმა უნდა, სასურველია ამ ტიპის რესურსი იყოს უფრო მრავალფეროვანი. ამიტომაც, ამ მიზნის მისაღწევად შევადგინე  ტესტ, რომლის შესრულება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში.
   ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეს მოეთხოვება:
ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუმოსწავლე: სამეტყველო ვითარებაში მოიძიებს და იყენებს აზრის გამოთქმისთვის აუცილებელ ლექსიკურ და გრამატიკულ საშუალებებს;  ერკვევა ზმნის ძირითადი კატეგორიების  არსში და საჭიროებისამებრ იყენებს მათ: სწორად განსაზღვრავს სახელთა ბრუნვის ფორმებს ზმნის სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით ამოიცნობს ადრეული პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის ძირითად ენობრივ თავისებურებებს.
 ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ეროვნული სასწავლო გეგმის  ზევით ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად ჩემს მიერ შექმნილი ტესტის ონლაინ მისამართია
    ტესტი არის   მრავალჯერადი გამოყენების მიზნით შედგენილი.  ამ რესურსის  გამოყენებით VI -VII კლასებში გაკვეთილზე თემის ,,ფრაზეოლოგიზმი"  უკეთ სწავლებაა  შესაძლებელი. მისი გამოყენებით საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ვბთ სასურველ შედეგს.  გაკვეთილზე ან მოსწავლეთათვის  სახლში დამოუკიდებელ სამუშაოდ მიცემით, მივაღწევთ   მოსწავლეთა დაინტერესებას.  ამიტომაც, ვფიქრობ,  ეს რესურსი გამოადგება ყველა მასწავლებელს. ტესტი ადვილად შეიძლება სხვა მასწავლებელმა გამოიყენოს  და მიიღოს   კარგი  შედეგი.
 ვთვლი, რომ ,,ტესტი ფრაზეოლოგიზმის შესახებ"  შეიძლება  პროდუქტულ რესურსად მივიჩნიოთ.  
  ინსტრუქცია
  ტესტის, როგორც რესურსის გამოყენება  არ მოითხოვს განსაკუთრებულ ინსტრუქციას. მუშაობის დაწყებისთანავე პროგრამა აწვდის  მოსწავლეს კითხვებს და თხოვს დააქლიკოს სწორ პასუხზე.  ასევე, თითოელი ტესტის შესრულებისას კეთდება განმსაზღვრელ-განმავითარებელი შეფასება. ტესტის ბოლოს პროგრამა აცნობს შემსრულებელს მის მიერ სწორად გაცემული კითხვების რაოდენობას და შესაბამის ქულას.

No comments:

Post a Comment