ენის წარმოშობა — კაცობრიობა უხსოვარი დროიდან დაინტერესდა. როდის და რა პირობებში გაჩნდა ენა, რით აიხსნება მსოფლიოს ენების სიმრავლე, თავდაპირველად რომელი ენა ჩაისახა - ეს ის კითხვებია უძველეს ადამიანს გაუჩნდა, რაზეც მოწმობს მრავალი ხალხის ზეპირსიტყვიერებაში არსებულ მრავალ ლეგენდასა და მითს ენის წარმოშობის შესახებ. ამ უძველესი ხალხური აზროვნების შედეგი აღბეჭდილია მრავალფეროვან ფოლკლორულ გადმოცემებში.
ქართული ენა
მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა; ამბობენ, ხუთიათასამდეო. უფრო ზუსტად ამ რიცხვის დასახელებაშესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება.
მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს ემსახურებიან. მაგალითად, ინგლისური–ინგლისსა დაამერიკის შეერთებულ შტატებში. ესპანური – ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და სხვა. მრავალი ენამხოლოდ ერთი ხალხის ენად ითქმის. ასეთია ქართული ენაც:
ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!
მსოფლიოში არსებულ ენებს აჯგუფებენ საერთო წარმომავლობის მიხედვით. საერთო წარმომავლობაგულისხმობს იმას, რომ ეს ენები ერთი ენის განშტოებაა. საერთო წარმომავლობის ენებს მონათესავე ენებს უწოდებენ. მონათესავე ენები ამა თუ იმ ენის ისტორიული დიალექტებია (ეთნიკურ-ტერიტორიული ნაირსახეობებია), რომელთაშორის ენობრივი განსხვავება დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ დიალექტები დამოუკიდებელ ენებადჩამოყალიბდა. მაგალითად, ასე მივიღეთ ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუმინული და სხვა მონათესავე ენები. მონათესავე ენათა ერთობას ენათა ოჯახს უწოდებენ. მსოფლიოში ცნობილი ენათა ოჯახებია: ინდოევროპულ ენათაოჯახი, თურქულ-ალათაურ ენათა ოჯახი, სემიტურ ენათა ოჯახი და სხვა.
რომელი ენის მონათესავეა ქართული ენა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას უძველესი დროიდან ცდილობდნენ. ზემოთ ვთქვით, ჰეროდოტე (V ს. ძვ. წ.) ქართულ ენას ეგვიპტურთან აკავშირებდა. იყო სხვა მითითებებიც. XVII-XVIII საუკუნეებში ეს საკითხი უფროაქტიური გახდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეცნიერი გამოთქვამდა თვალსაზრისს ქართული ენის წარმოშობისთაობაზე,. XIX ს-ში ქართულის დაკავშირება სცადეს ევროპულ ენებთან. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელიმეცნიერები (მარი ბროსე, ფრანც ბოპი...) სერიოზულად ცდილობდნენ ამ თვალსაზრისის დასაბუთებას; ევროპაშივეგაჩნდა აზრი ქართული ენის განკერძოებულობის შესახებ.
1864 წელს ფრიდრიხ მიულერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ასაბუთებდა, რომ ქართულ-კავკასიური ენებიწარმოადგენდნენ დამოუკიდებელ ენათა დიდი ჯგუფის გადმონაშთს. ეს თვალსაზრისი გაზიარებული იქნა დადღემდე მიიჩნევა სარწმუნო პოზიციად: ქართული ენა არ ენათესავება მსოფლიოში ცნობილ ენათა ოჯახებს. ქართულის მონათესავე ენებია კავკასიის ტერიტორიაზე მოსახლე ხალხების ენები: ქართველური (სვანური, მეგრულ-ლაზური) ენები, აფხაზურ-ადიღეური ენები, ჩაჩნურ-ინგუშური ენები და დაღესტნის ენები. ენათა ამ ჯგუფსმეცნიერებაში იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებენ. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერული ტერმინია დაარ უდრის გეოგრაფიულ ტერმნის.
კავკასიის ენები: კავკასიაში მოსახლე ხალხების – სომხების, აზერბაიჯანლების, ოსების – ენები არაა ამ ოჯახისწევრი ენები.
იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში 30-ზე მეტი ენაა. ეს ენები უმთავრესად კავკასიის ტერიტორიაზემოსახლეობენ. ამ ენათა ოჯახში ოთხ ჯგუფს გამოყოფენ:
1. ქართველურს (ქართული, სვანური, მეგრული-ლაზური),
2. აფხაზურ-ადიღეურს (აფხაზური, აბაზური, ჩერქეზული, ყაბარდოული),
3. ნახურ ჯგუფს (ჩაჩნური, ინგუშური, ბაცბური),
4. დაღესტნური (ხუნძური, ანდიური, დიდოური, ლაკური, დარგუული...).
დიდი ხანია, მეცნიერებაში წამოყენებულია შეხედულება ქართული ენის გენეზისური კავშირის შესახებწინააზიისა და შუამდნიარეთის ძველი ცივილიზაციის ენებთან – ურარტულთან, ჰურიტულთან, ხეთურთან, ელამურთან, შუმერულთან, პელაზგურთან... ყველა ეს ენა დღეს მკვდარი ენაა.
ქართულ ენას გენეტიკურად უკავშირებენ ბასკურ ენას. ესაა ერთადერთი ენა, სავარაუდოდ, ქართული ენისმონათესავე ენათა შორის, რომელიც არ არის კავკასიაში. ბასკეთი პირინეის ნახევარკუნძულზეა; ორი მესამედიბასკებისა ცხოვრობს ესპანეთში, ერთი მესამედი – საფრანგეთში.
ბასკურ-ქართული ჰიპოთეზა 20 საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ამ ჰიპოთეზამ განსაკუთრებით მეოცე საუკუნეშიმოიპოვა პოპულარობა. მრავალი კითხვა იჩენს თავს ამ საკითხის განხილვისას. უპირველესად, ასე დაშორებულტერიტორიებზე როგორ მოხვდნენ მონათესავე ენები? არსებობს სხვადასხვგვარი ახსნა. ფაქტი ერთია: აშკარაამსგავსება ენობრივი თვალსაზრისით; და არა მხოლოდ ენობრივი...
ქართული ენა სალიტერატურო ენაა. უძველესი ლიტერატურული ძეგლები, ამ ენაზე შექმნილნი, V საუკუნითთარიღდება. იაკობ ხუცესის (Vს.) “შუშანიკის წამებიდან” მოყოლებული დღემდე შეგვიძლია თვალი გავადევნოთსალიტერატურო ქართული ენის განვითარების ისტორიას. 16 საუკუნის მანძილზე ქართული სალიტერატურო ენაიცვლება, იხვეწება, ვითარდება. მან მიაღწია სრულყოფილ დონეს. ქართული ენა დღეს, შეიძლება ითქვას, არის ერთ-ერთი ცივილიზებული, მაღალგანვითარებული სალიტერატურო ენა.
ქართული ენა არის საფუძველი ქართველთა ერთობისა; ქართველთა ძლიერებისა; ქართველთა უკვდავებისა.
ქართული ენა უზრუნველყოფს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ერთობას.
ქართული ენა არის ქართველეთა “ღვთაებრივი საუნჯე” (ი. ჭავჭავაძე), “უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა” (ი. გოგებაშვილი).
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, აფხაზეთში, ქართულთანერთად აფხაზურიც ითვლება სახელმწიფო ენად.
საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, განვითარებისხელშეწყობას, მის ფუნქციონირებას, სწავლებას და მეცნიერულ შესწავლას.
No comments:
Post a Comment